Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდო:“ მე ინტერის ქომაგად ვრჩები…“

ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდის რონალდოდს თქმით, ის ინტერს დღემდე ქომაგობს და გასულ სეზონში სკუდეტოს მოპოვების გამო ძალიან ბედნიერი იყო.

„მე დღემდე ინტერისტად ვრჩები, გუნდთან დღესაც გამორჩეული ურთიერთობა მაქვს და მათ ყოველთვის ვქომაგობ. გასული სეზონი შესანიშნავი იყო, ჩვენ იუვენტუსის დომინაცია დავასრულეთ და ამას ინტერის ქომაგები დიდი ხანი ველოდებოდით.

„ლუკაკუ ? მისი დაკარგვა ძალიან მეწყინა, მაგრამ როდესაც შენი საოცნებო გუნდი გეპატიჟება, უარის თქმა ძალიან ძნელია. ჩელსის წარმოუდგენელი ფინანსური ძალა აქვს და ეს მათ სატრანსფერო პოლიტიკასაც ეტყობა.

„მართალია გუნდი ლუკაკუმ დატოვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ინტერი კვლავ ფავორიტია. გუნდმა ძალიან კარგი ტრანსფერები განახორციელა და ნერაძურის კარგად დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს.

„ლაუტარო და კორეა ? არ ვიცი, იქნებიან თუ ორივე მათგანი სტარტერები, რადგან ჯეკოს დავიწყება არ შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე მათგანს სეზონის ბოლოს გოლების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაუგროვდებათ. სეზონი გრძელია და ინძაგის ყველა ფეხბურთელი გამოადგება.

„მოურინიო ? ჩემთვის ის დღესაც ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია. ის სერია ა-ს ნამდვილად განავითარებს და დარწმუნებული ვარ, რომ რომასთან ერთად კარგ შედეგს დადებს.“