Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“იუვენტუსი მუშაობს, რომ იტალიაში, ევროპაში და მსოფლიოში საუკეთესო იყოს“

კრიშტიანუ რონალდუ როგორც ყოველთვის სეზონის წინ ამბიციურ გეგმებს ისახავს და ამტკიცებს, რომ იუვეს მსოფლიოში საუკეთესო გუნდის წოდების მიღება სურს.

„ბიანკონერის მაისურით მესამე სეზონისთვის ვემზადები და ჩემი ამბიციები ისეთივე მაღალია, როგორც ყოველთვის. გამარჯვებები, ჯილდოები და განვითარება…

„ჩემი მთელი მონდომებით და შესანიშნავი თანაგუნდელების დახმარებით, ჩვენ შევძლებთ, რომ იუვენტუსი იტალიაში, ევროპაში და მსოფლიოში საუკეთესოდ ვაქციოთ.

„ჩვენი მიზანია, რომ თითოეული მომავალი წელი წინაზე წარმატებული იყოს და ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ.

„გვსურს, რომ ჩვენი სახელები ამ უნიკალური გუნდის ისტორიაში ჩავწეროთ და გუნდი იმ სიმაღლეზე ავიყვანოთ, რასაც იუვენტუსი იმსახურებს.“

Leave a Reply

Your email address will not be published.