Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუმ იუვენტუსის დატოვება გადაწყვიტა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც იუვენტუსთან კონტრაქტი მომდევნო სეზონის ბოლოს ეწურება, გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, მისი აგენტი გუშინ მილანში იმყოფებოდა და სხვადასხვა საკითხებზე მილანის, ინტერის და ფიორენტინას წარმომადგენლებს შეხვდა, დღეს კი სავარაუდოდ იუვენტუსს შეხვდება და მხარეები პორტუგალიელის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

იუვენტუსს ლეგენდარული ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონის მიღება სურს, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა მისი ხელფასია. 36 წლის ვეტერანი ფორვარდი სეზონში 30 მილიონს გამოიმუშავებს და სხვა გუნდში გადასასვლელად ამ თანხის შემცირება მოუწევს.