Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუმ შესაძლოა იუვენტუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შესახებ ხმები არ წყდება, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის რონალდუს გაფორმებით დაინტერესებული არც პსჟ და არც მანჩესტერი პორტუგალიელი ფეხბურთელის ხელფასის – 31 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს, რაც კრიშტიანუს ტურინიდან წასვლას ძალიან ართულებს.

წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ რონალდუს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, იუვენტუსი რონალდუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებს და მის გაყიდვას მომდევნო სეზონის ბოლოს შეეცდება.