Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუმ Continassa დატოვა

კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლა უკვე დროის საკითხია და ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი თანაგუნდელებს უკვე გამოემშვიდობა.

ის დღეს დილით იუვენტუსის სამწვრთნელო ბაზაზე გამოცხადდა, თუმცა სავარჯიშო სესიაში მონაწილეობა არ მიუღია. კრიშტიანუ თანაგუნდელებს და სტაფს გამოემშვიდობა, ცოტა ხნის წინ კი ბაზა დიდი ალბათობით საბოლოოდ დატოვა.

იუვენტუსი მანჩესტერ სიტისგან ოფიციალური წინადადების მოლოდინშია და იტალიაში ვარაუდობენ, რომ ტრანსფერი უახლოეს 24 საათში დაიხურება.