Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“საუკეთესო გადაწყვეტილება მომავლისთვის…“

კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნისა და მაურიციო სარის გუნდიდან გაშვების შემდეგ ინსტაგრამზე საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

„2019/20 წლების სეზონი ჩვენთვის დასრულდა და ეს იმაზე ბევრად გვიან მოხდა,რასაც ჩვენ მიჩვეულები ვართ,თუმცა იმაზე ადრე,ვიდრე ამას ველოდით…ახლა კი დროა,რომ ჩვენი სეზონი გავაანალიზოთ,რადგან ყველა საკითხზე კრიტიკული მიდგომა განვითარების საწინდარია.

„ისეთი დიდი გუნდი,როგორიც იუვენტუსია,ყოველთვის იმაზე უნდა ფიქრობდეს,თუ როგორ იყოს მსოფლიოში საუკეთესო და ისე უნდა მუშაობდეს,როგორც მსოფლიოში საუკეთესოს ეკადრება,რადგან ჩვენ ჩვენს თავებზ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გუნდის ნაწილებს ვუწოდებთ.

„სერია ა-ს კიდევ ერთხელ მოგება ისეთ რთულ სეზონში,რომელიც ეს გამოდგა,ძალიან საამაყოა.37 გოლი იუვენტუსში და 11 გოლი პორტუგალიის ნაკრებში მაძლევს იმის საბაბს,რომ სამომავლო ამბიციები დავისახო და განვითარების სურვილი შევინარჩუნო,თუმცა გულშემატკივრები ჩვენგან მეტს ელოდნენ,ისინი ჩვენგან მეტს იმსახურებდნენ…ჩვენ მათი მოლოდინები უნდა გავამართლოთ,მათი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ…

„იმედი მაქვს,რომ ეს მოკლე დასვენების პერიოდი საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება და მომავალში უფრო ძლიერები დავბრუნდებით.“

Leave a Reply

Your email address will not be published.