Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუსთვის ბრძოლაში მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო ?

ცნობილმა YouTube-რმა და მანჩესტერ იუნაიტედის ქომაგმა მარკ გოლდბრიჯმა ცოტა ხნის წინ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერისთვის ბრძოლას მანჩესტერ იუნაიტედიც განიხილავს და რა თქმა უნდა, თუ წითელმა ეშმაკებმა კრიშტიანუს გაფორმება გადაწყვიტეს, ლეგენდარული პორტუგალიელი სიტიში გადასვლას იუნაიტედში დაბრუნებას ამჯობინებს.

რამდენიმე წყაროს ინფორამციით კი გუშინ, როდესაც რაიოლა ტურინს ეწვია და მხარეებმა მოიზე კინის ტრანსფერზე დაიწყეს მუშაობა, შეხვედრის დროს პოლ პოგბას სახელმაც გაიჟღერა, რომელსაც მანჩესტერთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ჯერჯერობით მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან…