Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს?

რამდენიმე წყარო იუწყება,რომ იუვენტუსის სუპერ-ვარსკვლავის,კრიშტიანუ რონალდუს აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

რონალდუს იუვენტუსმა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი წარუმატებელი სეზონი ჩაატარა და ლიონის ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა.

კრიშტუანუმ ლიონთან მატჩში დუბლი შეასრულა,სეზონში 37 გატანილი გოლი დაუგროვდა და იუვენტუსის ისტორიაში რეკორდსმენი გახდა,როგორც სეზონში გატანილი ყველაზე მეტი გოლის ავტორი,თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა…

Foot Mercato-ს ინფორმაციით,პორტუგალიელი ძალიან იმედგაცრუებულია და ანიელის სიტყვების მიუხედავად,რომ ის მომავალ სეზონში აუცილებლად იუვენტუსის ფეხბურთელი იქნება,წასვლაზე მაინც ფიქრობს.

პსჟ კი ვარსკვლავებში ფულის გადახდას არასოდეს ერიდებოდა და შესაძლოა ანდრეა პირლოსთვის რონალდუს გაყიდვა და სანაცვლოდ მიღებული თანხის ახალგაზრდა ფეხბურთელებში დაბანდება უფრო ლოგიკური იყოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.