Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს ბედი იუვენტუსში ხუთშაბათს გადაწყდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ხელმძღვანელობა კრიშტიანუ რონალდუს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში, კერძოდ კი ხუთშაბათს მიიღებენ.

Gazzetta-ს ინფორმაციით, ამ დღეს ერთმანეთს ანდრეა ანიელი, მაქს ალეგრი და გუნდის მომდევნო სპორტული დირექტორი ფედერიკო ჩებურინი შეხვდებიან, თუმცა მოარული ხმების თანახმად მაქს ალეგრის რონალდუს დარჩენა არ სურს.