Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს ბედი 25 ივლისს გადაწყდება

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ტურინული მომავალი საბოლოოდ 25 ივლისს გადაწყდება.

რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება და ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს პსჟ-ს უკავშირებენ, თუმცა წყაროს ინფორმაციით, რონალდუს ტურინში დაბრუნება 25 ივლისს არის დაგეგმილი და თუ ის გუნდს შეუერთდა და სეზონისთვის მზადება იუვესთან ერთად დაიწყო, ეს მისი გუნდში დარჩენის ნათელი სიგნალი იქნება.