Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს დარჩენის შემთხვევაში, იუვეს პრიორიტეტული სამიზნე ცნობილია…

იუვენტუსი და კრიშტიანუ რონალდუ უახლოეს დღეებში შეხვდებიან და მხარეები ლეგენდარული პორტუგალიელის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ბიანკონერის სატრანსფერო სტრატეგიაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

ამ მომენტისთვის ყველაზე რეალური პორტუგალიელის ტურინში დარჩენაა და არც ისაა გამორიცხული, რომ მან იუვესთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში იუვე ფიორენტინადან დუშან ვლაჰოვიჩის დამატებას შეეცდება, თუმცა თუ პორტუგალიელმა დარჩენა გადაწყვიტა, რისი შანსიც ძალიან დიდია, ტურინელები ბრაზილიელი ახალგაზრდა ტალანტის კაიო ჟორჟეს დამატებას ეცდებიან.

19 წლის ბრაზილიელი ფორვარდის სახელი, რომელსაც ხშირად ნეიმარსაც კი ადარებენ, არაერთ იტალიურ გუნდს დაუკავშირეს და ბრაზილიაში ისიც დაიწერა, რომ მან ნაპოლისთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა, მაგრამ ეს ინფორამცია არ დადასტურდა.

ჟორჟეს სანტოსთან კონტრაქტი მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება და მისი გაფორმება გუნდებს დაახლოებით 12-13 მილიონის საანცვლოდ შეიძლება.