Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს დედა:“ კრიშტიანუს დავარწმუნებ, რომ ის პორტუგალიაში დაბრუნდეს“

სპორტინგმა პორტუგალიის ჩემპიონატი 19-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

სპორტინგის ზეიმს კრიშტიანუ რონალდუს დედა, დოლორეს ავეირო შეუერთდა და განაცხადა, რომ ის რონალდუს სპორტინგში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

პროფესიონალური კარიერა რონალდუმ სწორედ სპორტინგში დაიწყო, 2003 წლის აგვისტოში კი მანჩესტერ იუნაიტედში გადასახლდა.

გუშინ რონალდუმ იუვენტუსის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა, თუმცა მისი მომავალი ტურინულ გრანდში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რონალდუ დავარწმუნო და მან მომდევნო სეზონში სპორტინგის მაისურით ითამაშოს.“ განაცხადა რონალდუს დედამ.