Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს ეფექტი – იუვენტუსი მხოლოდ მაისურის სპონსორებისგან სეზონში 108 მილიონს გამოიმუშავებს

როგორც უკვე მოგახსენეთ, იუვენტუსმა Jeep-თან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი გააფორმა და ბიანკონერის მაისურის სპონსორი სეზონში იუვეს 45 მილიონ ევროს გადაუხდის.

ამის გარდა, ადიდასი იუვენტუსს სეზონში 51 მილიონ ევროს უხდის, რასაც Cygames 12 მილიონიც ემატება.

კრიშტიანუ რონალდუს გუნდში მისვლის შემდეგ იუვენტუსის ცნობადობა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად გაიზარდა, შესაბამისად სპონსორებიც ბებერ ქალბატონს მეტ ფულს უხდიან, თუმცა ეს მხოლოდ რონალდუს დამსახურებაც არ არის.

მაგალითისთვის, უესტონ მაკკენის იუვეში გადასვლის შემდეგ, ბრენდის პოპულარობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში პიკს მიაღწია.