Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს იუვენტუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა იუვენტუსს კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივების შესახებ მიმართა.

კრიშტიანუს მიმდინარე კონტრაქტი იუვესთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და პორტუგალიელს სურს, რომ ტურინში 2023 წლის ჩათვლით დარჩეს.

ბოლო კვირეებში კრიშტიანუს გუნდიდან წასვლის შესახებ აქტიურად იწერებოდა, მაგრამ როგორც ჩანს კრიშტიანუმ ტურინში დარჩენა გადაწყვიტა და იმის მიუხედავად, რომ მხარეებს სორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ დაწყებულა, რთული წარმოსადგენია, რომ ბიანკონერიმ პორტუგალიელზე უარი თქვას.

რონალდუ მიმდინარე ხელშეკრულების მიხედვით ხელფასის სახით 31 მილიონს ითხოვს და სავარაუდოდ ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ მას ამ თანხის შემცირება მოუწევს.