Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს იუვენტუსის დატოვება სურს

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუს სეზონის ბოლოდ იუვენტუსის დატოვება აქვს გადაწყვეტილი და ამის შესახებ მის აგენტს უკვე აცნობა, რომელმაც თავის მხრივ პორტუგალიელისთვის ახალი გუნდის ძებნა დაიწყო.

წყაროს ინფორმაციით, რონალდუსა და იუვენტუსს შორის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ უერთიერთობა გაფუჭდა და კარლო პინსოლიოს გარდა, რომელიც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, ბიანკონერის რიგებში არავისთან მეგობრობს.

კრიშტიანუს რეალში დაბრუნება ფლორენტინო პერესმა გამორიცხა, ამიტომ მას ევროპაში მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: მანჩესტერ იუნაიტედი და პსჟ, თუმცა ნებისმიერ ვარიანტში კრიშტიანუს ხელფასის მნიშნელოვანდ შემცირება მოუწევს.

გათიშვა