Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს იუვენტუსში მარსელოს ხილვა სურს

იტალიური მედიის ინფომრაციით, კრიშტიანუ რონალდუმ იუვენტუსის ხელმძღვანელობას თავისი ყოფილი თანაგუნდელის, მარსელოს გაფორმება სთხოვა.

ბლანკოსში ფერლანდ მენდის შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას ვერ ახერხებს და მეტიც, რამდენჯერაც ზიდანმა ის მოედანზე დააყენა, რეალმა ყველა მატჩი წააგო.

კრიშტიანუ რონალდუ და მარსელო კარგი მეგობრები არიან და პორტუგალიელს ტურინში მისი ხილვა სურს. იუვენტუსს კი თავის მხრივ მარცხენა ფლანგზე ალექს სანდროს ღირსეული შემცვლელი არ ჰყავს და არ არის გამორიცხული, რომ ბრაზილიელი იანვრიდან ან მომავალ სეზონში იუვენტუსსი მაისურით ვიხილოთ.