Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს იუვენტუსში რამოსის ხილვა სურს

ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ ანდრეა პირლოს სერხიო რამოსის გაფორმება ურჩია, რომელსაც მადრიდის რეალთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სერხიო რამოსი მადრიდის რეალში სევილიადან, 2004 წელს გადავიდა და მას შემდეგ გუნდის ერთ-ერთ უდიდეს ლეგენდად იქცა. რეალში თამაშის პერიოდში მან 5 ლა ლიგა და 4 ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თუმცა ბოლო პერიოდში ხმები მისი მადრიდის რეალიდან წასვლის შესახებ იზრდება და იუვენტუსს კი თავისუფალი აგენტების გაფორმებაში ბადალი არ ჰყავს…