Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს იუვენტუსში ჯარიმების წარუმატებელი შესრულება მწარედ გაახსენეს…

მანჩესტერ იუნაიტედმა გუნდის ოფიციალური ტვიტერის გვერდზე დადო ვიდეო, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუ ჯარიმის დასარტყმელად ემზადება და ამ პოსტს ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვა, მაგრამ არა ისეთი, როგორსაც წითელი ეშმაკები ელოდებოდნენ.

რონალდუმ იუვენტუსში დიდებული პერიოდი გაატარა და 134 მატჩში 101 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ ჯარიმების მხრივ ის შედეგით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

კრიშტიანუმ იუვენტუსის რიგებში შესრულებული 72 ჯარიმიდან მხოლოდ 1 გაიტანა და აღნიშნულ პოსტში, რომელსაც 25,000-ზე მეტი გაზიარება აქვს, ამ სტატისტიკას რონალდუს საკმაოდ ხშირად ახსენებენ…