Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს კვლავ კორონა ვირუსი აქვს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს კვლავ კორონა ვირუსი აქვს და ის ხვალინდელ მატჩში ბარსელონას წინააღმდეგ იუვენტუსს ვერ დაეხმარება.

უეფას უსაფრთხოების პროტოკოლის შესაბამისად, თუ ფეხბურთელს მატჩამდე 24 საათით ადრე კორონა ვირუსი დაუდასტურდება, მისი თამაში გამორიცხულია.

35 წლის ფეხბურთელს 11 ოქტომბრის შემდეგ კორონა ვირუსის გამო არ უთამაშია.