რონალდუს კიდევ ერთი რეკორდი

ბოლონიასთან დაპირისპირებაში,რომელიც ტურინელთა გამარჯვებით 2 – 0 დასრულდა,კრიშტიანუ რონალდუმ 23 წუთზე მორიგი გოლი გაიტანა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

რონალდუ სერია ა-ს ისტორიაში საუკეთესო პორტუგალიელი ბომბარდირი გახდა.ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სეზონში 22-ე,ხოლო ტურინულ კარიერაში 43-ე გოლი გაიტანა,რითიც რუი კოშტას 42 გოლს გაასწრო და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

რონალდუ ყველა დროის პორტუგალიელი ბომბარდირია პრემიერ ლიგაშიც,სადაც 84 გოლი გაიტანა და ესპანეთშიც,სადაც მადრიდის რეალის შემადგენლობაში 292 შეხვედრაში 311 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.