Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს კონტრაქტის გახანგრძლივება იუვესთან რეალური ხდება…

გასული სეზონის ბოლო პერიოდიდან დაწყებული, კრიშტიანუ რონალდუს ტურინიდან წასვლის შესახებ თითქმის ყველა იტალიური გამოცემა საუბრობდა, თუმცა ბოლო დღეებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ამჯერად უკვე ნიკოლო შირამაც დაადასტურა, რომ იუვენტუსი ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს.

კრიშტიანუს მიმდინარე ხელშეკრულება იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ის წლიური გასამრჯელოს სახით სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს. ნიკოლო შირას და სხვა რამდენიმე წყაროს მტკიცებით, იუვე და რონალდუს აგენტი ერთმანეთს უახლოეს პერიოდში შეხვდებიან და ხელშეკრულების 2023 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებაზე ისაუბრებენ, რომლის მიხედვითაც მისი ხელფასი 31-დან 20 მილიონამდე შემცირდება.