Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს მთელს ატალანტაზე მეტი ხელფასი აქვს…

ხვალ ბერგამოში ატალანტა იუვენტუსს მიიღებს და გუნდები ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად ბრძოლას გააგრძელებენ, თუმცა თუ სპორტული თვალსაზრისით მათ მხოლოდ 1 ქულა აშორებთ, ფინანსური კუთხით გუნდებს შორის წარმოუდგენლად დიდია.

მაგალითისთვის, იუვენტუსის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც სეზონში 31 მილიონ ევროს იღებს, მაგრამ TAX-ების გადახდამდე ეს თანხა 60 მილიონამდე ადის, რაც ატალანტას ფეხბურთელების სრული შემადგენლობის ხელფასებზე მეტია, ბერგამოელების ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კი დუვან ზაპატა გახლავთ, რომელიც სეზონში 1.8 მილიონს გამოიმუშავებს.

იუვენტუსის შემადგენლობის საერთო ხელფასის რაოდენობა 236 მილიონი ევროა, რაც ატალანტას წლიურ სახელფასო ჭერთან შედარებით (42.6) 5-ჯერ მეტია.