Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს მომავალთან დაკავშირებით გაურკვევლობა გრძელდება…

გასული კვირეების განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით არაერთმა გავლენიანმა წყარომ დაწერა, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელი კვირას ტურინში დაბრუნდა, ორშაბათს კი გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში გამართა და მოსალოდნელი იყო, რომ მედიაში მის მომავალთან დაკავშირებით სპეკულაციები შეწყდებოდა, მაგრამ რონალდუს მოამვალზე საუბრის გარეშე როგორც ჩანს სეზონის დაწყებამდე ერთი დღეც არ ჩაივლის.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ქომაგებთნა გადაღებული სელფების მიუხედავად, კრიშტიანუ ვარჯიშის დროს არც თუ ისე ბედნიერი ჩანდა და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლა კვლავ საკმაოდ შესაძლებელია.

წყაროს ცნობით, პსჟ ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტს აგრძელებს და თუ კილიან მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის და რეალში ტრანსფერს მოითხოვს, პარიზელები ლეგენდარული პორტუგალიელის გაფორმებაზე მუშაობას მაშინვე დაიწყებენ…