რონალდუს მომავალი უახლოეს პერიოდში გადაწყდება
ევროპის ჩემპიონატამდე რონალდუმ ყველასთვის გასაგონად განაცხადა, რომ ის საკლუბო კარიერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას არ მიიღებდა და ახლა, როდესაც მისი პორტუგალია ტურნირს გამოეთიშა, კრიშტიანუს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
რონალდუს კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და უკვე დიდი ხანია, რაც მისი ტურინიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთმა გავლენიანმა წყარომ ისაუბრა.
Sky Sport-ის ცნობით, იუვენტუსსა და რონალდუს აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრა უახლოეს დღეებში შეხვდება და მხარეები ლეგენდარული პორტუგალიელის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
წყაროს ცნობით, თუ კრიშტიანუ იუვენტუსის დატოვებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ ის კარიერას პსჟ-ს ან მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში გააგრძელებს.