Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს ორი ვარიანტი აქვს…

ინგლისური მედიის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან წასვლის შემთხვევაში ორი ვარიანტი აქვს და არჩევანის გაკეთების საშუალება თავად ექნება.

The Sun-ის მტკიცებით, პსჟ მზად არის პორტუგალიელ ფეხბურთელს 1-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 31 მილიონი გადაუხადოს, სწორედ იმდენი, რამდენსაც იუვენტუსი უხდის. მანჩესტერი კი ლეგენდარულ პორტუგალიელს 2-წლიან ხელშეკრულებას და სეზონში 20 მილიონს სთავაზობს.

იტალიურ მედიაში უკვე თითქმის ყველა სანდო წყარო ადასტურებს, რომ რონალდუ იუვენტუსიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს, მაგრამ ის გადაწყვეტილებას ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ მიიღებს.