Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს პირადი ტიტულები შემოაკლდა

კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის რეალში გატარებული წლები პირადი თუ გუნდური ტიტულებით იყო სავსე და გუნდური ტიტულების მოპოვებას იუვენტუსშიც განაგრძობს,რასაც პირად აღიარებებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.

თუმცა მას შემდეგ,რაც ლეგენდარული პორტუგალიელი იუვენტუსს შეუერთდა,35 წლის შემტევმა 13 შესაძლო სოლო ტიტულიდან მხოლოდ ერთის მოგება მოახერხა.

სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელის გარდა,მან ვერც ერთი საპატიო ჯილდოს მიღება ვერ შეძლო.

Ballon d’Or-ის ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებულები ლუკა მოდრიჩი და ლეო მესი გახდნენ.რონალდუს ეს ჯილდო 5-ჯერ აქვს მოგებული.მადრიდში ყოფნისას,ფეხბურთელმა 4 ოქროს ბურთის მოგება მოახერხა,თუმცა არა იუვენტუსთან ერთად.

პორტუგალიელმა უეფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულიც ვერ მიიღო,რომლის ბოლო ორი გამარჯვებული ლუკა მოდრიჩი და ვან დეიკი გახდნენ.

რონალდუმ ოქროს ბუცისთვის ბრძოლა ფაბიო კუალიარელასთან დათმო მის სადებიუტო სეზონში,ხოლო წელს მას ჩირო იმობილესთან უწევს ჭიდილი და იტალიელი ჯერჯერობით 6 გოლით წინ არის.