Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს რეალში დაბრუნება უნდა ?

ესპანური გამოცემა Marca-ს მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის რეალში დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

ბოლო პერიოდში პორტუგალიელი ფეხბურთელის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ არაერთმა წყარომ დაწერა. რონალდუს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა კორონა ვირუსი გამო იუვეს მისი ხელფასის, სეზონში 30 მილიონი ევროს გადახდა უჭირს და ლეგენდარული ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას განიხილავს.

წყაროს მტკიცებით, ბოლო პერიოდში რონალდუ რეალის ხელმძღვანელობასთან და ყოფილ თანაგუნდელებთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს, რაც მისი ბლანკოსში დაბრუნების შესახებ ჭორებს უფრო ამყარებს.

კრიშტიანუმ რეალის შემადგენლობაში 438 მატჩი ჩაატარა, 450 გოლი გაიტანა და 2 ლა ლიგის და 4 ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა.