Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს რეალში დაბრუნებაზე ხმები უფრო ინტენსიური ხდება

რამდენიმე გავლენიანი ესპანური წყაროს მტკიცებით, კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის რეალში დაბრუნება სურს და მისი გაშვების წინააღმდეგი არც იუვენტუსია.

Marca-ს და Diario AS-ს ინფორმაციით, პორტუსთან განცდილი მარცხის შემდეგ პორტუგალიელმა ტურინის დატოვება საბოლოოდ გადაწყვიტა, თუმცა Diario AS იმასაც ამტკიცებს, რომ კრიშტიანუ რეალთან უკვე რამდენიმე თვეა მოლაპარაკებებს აწარმოებს და პორტუსთან მარცხი უბრალოდ კიდევ ერთი მიზეზია.

რონალდუს სურვილის მიუხედავად, რეალის ხელმძღვანელობა დარწმუნებული არ არის, რომ კრიშტიანუს დაბრუნება სწორი საქციელი იქნება. რადგან მადრიდის რეალის გულშემატკივრებს ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

იტალიური მედიის მტკიცებით, იუვენტუსი რონალდუს 29 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, სწორედ ეს თანხაა საჭირო, რომ კაპიტალის დანაკარგს ტურინელებმა თავი აარიდონ.