Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

კრიშტიანუ რონალდუმ ლაციოსთან მატჩის დროს კოჭზე დაზიანება მიიღო და მოედნის დატოვება დროზე ადრე მოუწია.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს დღეს საბოლოო გამოკვლევა ჩაუტარდა და მას არანაირი დაზიანება არ დაუდასტურდა, ამიტომ პორტუგალიელი ნაკრებს შეუერთდება და ერთა ლიგაზე გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

პორტუგალიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში ანდორას დაუპირისპირდება, ერთა ლიგის ეგიდით კი საფრანგეთთან და ხორვატიასთან მოუწევს თამაში.