Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს წასვლის მიუხედავად, იუვე დიბალას გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ შესთავზებს

კრიშტიანუ რონალდუს წაასვლის შემდეგ, იუვენტუსისთვის პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება პრიორიტეტული გახდა, თუმცა როგორც ჩანს ტურინელები არგენტინელს გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ შესთავაზებს.

კრიშტიანუ რონალდუ სეზონში ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებდა და მისი წასვლის სემდეგ ბევრი ვარაუდობდა, რომ იუვენტუსი ლა ჯოიას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებდა, თუმცა Calciomercato-ს ცნობით, ტურინელები წინადადების გაუმჯობესებას არ აპირებენ.

წყაროს ცნობით, იუვენტუსი დიბალას ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ სეზონში 8.5 მილიონს სთავაზობს, რაც ბონუსების დამატებით 10 მილიონამდე გაიზრდება, ლა ჯოიას კი გარანტირებული 10 მილიონი სურს, 1.5 მილიონი კი ბონუსების სახით…