Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს წასვლის შემთხვევაში, ჟესუსი იუვეს პირველი არჩევანი იქნება

უახლოეს დღეებში იუვენტუსის წარმომადგენლობა კრიშტიანუ რონალდუს აგენტს ჟორჟე მენდეშს შეხვდება და მხარეები პორტუგალიელი ფეხბურთელის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რონალდუს კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მისი გაფორმებით ამ ეტაპზე პსჟ და მანჩესტერი ინტერესდებიან.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რონალდუს გუნდიდან წასვლის შემთხვევაში იუვენტუსს მისი პრიორიტეტული შემცვლელი შერჩეული ჰყავს და ეს მანჩესტერ სიტის გაბრიელ ჟესუსი გახლავთ.

წყაროს ცნობით, იუვე ბრაზილიელი ფეხბურთელის იჯარით გაფორმებას შეეცდება, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით.