Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს 100…

იუვენტუსის არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ ისტორიის წერას განაგრძობს.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა სასუოლოს კარში გოლის გატანა მოახერხა, რაც მიმდინარე სეზონში მისთვის ყველა ტურნირზე გატანილი 34-ე გოლი გამოდგა, საერთო ჯამში კი იუვენტუსის მაისურით რონალდუს 100 გოლი დაუგროვდა და ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელმაც 100 ან მეტის გოლის გატანა 3 გუნდში და ნაკრებში მოახერხა.

რონალდუმ მანჩესტერში 118, რეალში 450, იუვენტუსში 100, პორტუგალიის ნაკრებში კი 103 გოლის გატანა მოახერხა.