Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუს 100…

იუვენტუსის და პორტუგალიის ლეგენდარული ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა მეორე მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, ვინც სანაკრებო დონეზე 100 და მეტი გოლის გატანა მოახერხა.

რონალდუმ თავისი მეასე გოლი შვედეთთან ნაკრების წინააღმდეგ, ჯარიმიდან გაიტანა. კრიშტიანუს ამ შესანიშნავი შედეგის მისაღწევად 165 მატჩი დასჭირდა და გოლების გარდა, მას 40 საგოლე გადაცემაც დაუგროვდა.

პირველ ადგილზე ამ მაჩვენებლით ირანის ყოფილი ფეხბურთელი, ალი დაეია, რომელსაც 109 გოლი აქვს გატანილი.

Leave a Reply

Your email address will not be published.