Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუს 4 პოტენციური შემცვლელი რონალდუს წასვლის შემთხვევაში…

იტალიურ მედიაში კრიშტიანუ რონალდუს იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები არ წყდება და Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ბიანკონერის მისი პოტენციური შემცვლელები უკვე შერჩეული ჰყავს.

წყაროს ინფორმაციით, თუ რონალდუ ტურინს დატოვებს, იუვეს პრიორიტეტული სამიზნე ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩი იქნება, თუმცა მათ გარდა ზებრები მან. სიტის გაბრიელ ჟესუსის, ბარსელონას ანტუან გრიზმანის და პსჟ-ს მაურო იკარდის კანდიდატურებსაც განიხილავენ.