Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ ბენევენტოსთან დაისვენებს

გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსის ვარსკვლავი ბენევენტოსთან მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.

შეხვედრა ბენევენტოში კვირას, 21:00 საათზე დაიწყება. რონალდუს გარდა, დიდი ალბათობით პირლო დასვენების საშუალებას დანილოსაც მისცემს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბონუჩი დაბრუნებას მოასწრებს.

ჯორჯო კიელინი და მერიჰ დემირალი ტრავმების გამო ვერც ამ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.