Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ:“ გადაწყვეტილების მიღების დღეა…“

კრიშტიანუ რონალდუს ტურინული მომავალი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და სავარაუდოდ მისი იუვენტუსში დარჩენა-არ დარჩენის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში იუვენტუსის წარმომადგენლებს დღეს შეხვდება და მხარეები კრიშტიანუს მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

რონალდუმ დაანონსებული შეხვედრის წინ ინსტაგრამზე სურათი თავის როლს როისთან ერთად გამოაქვეყნა, წარწერით:“ გადაწყვეტილების მიღების დღეა.“