Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ:“ დავრჩები თუ არა იუვეში ?…“

კრიშტიანუ რონალდუმ, რომლის იუვენტუსიდან შესაძლო წასვლის შესახებ ცნობები არ წყდება, საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.

„დავრჩები თუ არა იუვენტუსში ? მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემი მომავალი ახლა მნიშვნელოვანი არ არის და ეს საკითხი ევროპის ჩემპიონატზე ჩემს თამაშზე გავლენას ვერ მოახდენს.

„მე უძილო ღამეები ამ საკითხზე ფიქრის გამო არ მექნება. მე 18 წლის არ ვარ, უმაღლეს დონეზე უკვე წლებია ვთამაშობ, უკვე 36 წლის ვარ და ასეთი საკითხების გამო ზედმეტად არ ვნერვიულობ. რაც მოხდება, ეს ჩემთვის საუკეთესო იქნება, ახლა კი ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული.“