Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ დიდი პატივია, რომ ყველა დროის საუკეთესო XI დამასახელეს“

კრიშტიანუ რონალდუ France Football-ის ყველა დროის საუკეთესო XI-ში მოხვდა და ამ თემაზე კომენტარი თავად პორტუგალიელმა გააკეთა.

ცნობისთვის, სიაში ერთადერთი იტალიელი მილანის ლეგენდარული ფეხბურთელი, პაოლო მალდინი გახლავთ.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ France Football-მა ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულში შემიყვანა.

„მათ შესანიშნავი გუნდი შექმნეს და თითოეული ფეხბურთელი ამ სიაში ჩემს უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ამაყი ვარ, რომ ამ უდიდესი ფეხბურთელების სიაში მეც მოვხვდი, დიდი მადლობა!“

ლეგენდარული პორტუგალიელი მიმდინარე სეზონშ იუვენტუსის საუკეთესო მეგოლეა. მის ანგარიშზე 11 შეხვედრაში 14 გოლია.

France Football-ის თერთმეტეული კი ასე გამოიყურება:

(3 – 4 – 3): იაშინი, კაფუ, ბეკენბაუერი, მალდინი, მათეუსი, ჩავი, მარადონა, პელე, მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდო.