Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ:“ ისტორია დასრულებისგან ძალიან შორს არის“

კრიშტიანუ რონალდუმ კალიარისთან მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა, რაც მის კარიერაში 770-ე გამოდგა და ამით პელეს რეკორდი მოხსნა.

რონალდუმ მატჩის შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ბოლო კვირეებში ბევრმა გამოცემამ და სტატისტიკამ მე ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეგოლედ დამასახელა, როდესაც პელეს 757 გოლიან ნიშნულს გადავაბიჯე. მე ამ სტატიებისთვის მადლობელი ვარ, მაგრამ ახლა აგისნით, თუ რატომ არ გავაკეთე კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით.

„მე მისტერ ედსონ არანტეს დუ ნასიმენტოს და მე-20 საუკუნის ფეხბურთს ძალიან დიდ პატივს ვცემ მინდოდა, რომ Sao Paulo State-ს გუნდში გატანილი 9 გოლიც ჩამეთვალა როგორც ოფიციალურ გოლებად.

„მსოფლიო და ფეხბურთი მას შემდეგ ძალიან შეიცვალა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისტორიის დავიწყების და მისი ჩენი სურვილისამებრ შეცვლის უფლება გვაქვს.

„დღეს, როდესაც კარიერაში 770-ე გოლი გავიტანე, ჩემი პირველი სიტყვები მინდა პელეს მივუძღვნა. მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მის ისტორიებზე არ არის გაზრდილი, მის გოლებზე და მის მიღწევებზე, გამონაკლისი არც მე ვარ.

„სწორედ ამ მიზეზით, მე სიხარულით და სიამაყით ვარ სავსე, რადგან ვაცნობიერებ, რომ მე ახლა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეგოლე ვარ, გადავასწარი პელეს და ამას ბავშვობაში, როდესაც მადეირაზე ვიზრდებოდი, ვერც კი წარმოვიდგენდი.

„მადლობა ყველას, ვინც ამ დიდებულ თავგადასავალში ჩემთან ერთად მონაწილეობა მიიღო. ჩემს თანაგუნდელებს, ოპონენტებს, გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში და ყველაზე დიდი მადლობა ჩემს ოჯახს და მეგობრებს: დამიჯერეთ, რომ მე თქვენს გარეშე ამას ვერ გავაკეთებდი.

„ახლა ერთი სული მაქვს, როდის მოვა მომდევნო მატჩი და მომდევნო გამოწვევები! შემდეგი რეკორდები და ტიტულები! დამიჯერეთ, ისტორია ჯერ დასრულებისგან ძალიან შორს არის. მომავალი ხვალ დადება და იუვენტუსთან და პორტუგალიასთან ერთად მოსაგები კიდევ ბევრი გვაქვს.

„შემომიერთდით ამ თავგადასავალში! წინ!“

გათიშვა