Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ იუვენტუსიდან წასვლას 24 მაისს დაადასტურებს

ცოტა ხნის წინ მოგახსენეთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ტურინში თავის ძვირადღირებული მანქანების კოლექციას სატვირთოებში ტვირთავს და ჯერჯერობით უცნობ ადგილზე გადააქვს (დეტალები იხილეთ აქ), ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კი მისი იუვედან შესაძლო წასვლის შესახებ ხმები კვლავ აქტუალური გახდა.

ესპანური გამოცემა Don Balon-ი იმასაც კი ამტკიცებს, რონ რონალდუ თავის გადაწყვეტილებას 24 მაისს, სერია ა-ს ბოლო ტურის შემდეგ გაასაჯაროვებს და წყაროს ცნობით, ის კარიერას პსჟ-ში გააგრძელებს.