Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ:“ იუვენტუსი ყოველთვის ჩემს გულში იქნება“

კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც იუვენტუსი დატოვა და მანჩესტერ იუნაიტედში დაბრუნდა, ტურინულ გრანდს სოციალური ქსელის მეშვობით დაემშვიდობა.

„დღეს მე დავტოვე დიდებული გუნდი, უდიდესი იტალიაში და ერთ-ერთი გამორჩეული მთელს ევროპაში.

„მე იუვენტუსს ჩემი გული და სული მივეცი და ტურინი ცხოვრების ბოლომდე მეყვარება. ბიანკონერის ტიფოზები ყოველთვის პატივს მცემდნენ და მათთვის მადლობის გადახდას მოედანზე თითოეულ მატჩში, თითოეულ სეზონში, თითოეულ ტურნირზე ბრძოლით ვცდილობდი.

„საბოლოოდ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთად შესანიშნავ მიზნებს მივაღწიეთ, მაგრამ არა ყველას რაც გვინდოდა, თუმცა მაინც, ჩვენ ერთად ძალიან ლამაზი ისტორია დავწერეთ.

„მე ერთ-ერთი თქვენგანი ყოველთვის ვიქნები. ახლა თქვენ ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ და ვგრძნობ, რომ მე თქვენი. იტალია, იუვე, ტურინი, ბიანკონერის ტიფოზები, თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით.“