რონალდუ იუვენტუსში რჩება
პორტუგალიის ნაკრების ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, იუვენტუსი და კრიშტიანუ რონალდუ ლეგენდარული ფეხბურთელის მომავალზე უახლოეს მომავალში ისაუბრებენ და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
Rai Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ფეხბურთელის აგენტს ჟორჟე მენდეშს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდება და თუ რამე არ შეიცვალა, კრიშტიანუ რონალდუ მომდევნო სეზონსაც იუვენტუსის რიგებში გაატარებს.