Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ იუვენტუსში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ანდრეა პირლომ კრიშტიანუ კრიშტიანუ რონალდუზე პირველივე დღიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და პორტუგალიელი მზად არის, რომ იუვენტუსში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩეს და მაესტროს ტიტულების მოგებაში დაეხმაროს.

რონალდუმ სეზონი ფენომენალურად დაიწყო. მან სერია ა-ს ზედიზედ 5 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა, რაც ლეგენდარულ ფეხბურთელს მხოლოდ მადრიდის რეალში, 2014-15 წლების სეზონში აქვს გაკეთებული.