Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ:“ იუვესთვის ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ“

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუსთან განცდილი ფიასკოს შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ვიცი, რომ იუვენტუსში ჯერჯერობით ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოვახერხე, თუმცა მე იმის გამბედაობა მეყო, რომ ახალი გამოწვევა მიმეღო.

„იუვენტუსს ჩემპიონთა ლიგა 1996 წლის შემდეგ არ მოუგია და ეს მე აქ მოსვლამდე ვიცოდი. ვიცოდი ისიც, რომ ეს მარტივი თავგადასავალი არ იქნებოდა, მაგრამ მე ჩემს თავს ეს გამოწვევა ვაჩუქე.

„მე გარანტიას გაძლევთ, რომ არ დავნებდები და ბებერი ქალბატონისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ.“