Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ იუვეში 2023 წლამდე

იუვენტუსი კრიშტიანუ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს და პორტუგალიელი ვარსკვლავი ტურინულ გრანდში 2023 წლამდე დარჩება.

ხვალ კრიშტიანუ 36 წლის ხდება და Tuttosport-ის ინფორმაციით, ის იუვენტუსში თავს შესანიშნავად გრძნობს და გუნდის დატოვება არ სურს.

იუვენტუსის სურვილი, რომ რონალდუსთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ფეხბურთელის ფორმიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არ არის. მან მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში 22 გოლის გატანა მოახერხა.