Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ:“ კარიერის საუკეთესო გოლი იუვენტუსის კარში გავიტანე“

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელსაც კარიერაში 750-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, მათ შორის საუკეთესო გამოარჩია და იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია ევროპის ჩემპიონატზე ტიტულს დაიცავს.

„საუკეთესო მატჩი კარიერაში ? მე პროფესიონალურ დონეზე უკვე დიდი ხანია ვთამაშობ და რომელიმეს გამორჩევა რთულია, თუმცა როდესაც 3-4 გოლს იტან, ყოველთვის გამორჩეული გრძნობა გეუფლება. მაგალითისთვის, ესპანეთის კარში გატანილი 3 გოლი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის მემახსოვრება.

„ასევე რთულია ფინალების დავიწყება, მაგალითად 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც ჩემს ახლანდელ გუნდს იუვენტუსს 2 გოლი გავუტანე. საბედნიეროდ კარიერაში ბევრ გამორჩეულ მატჩში მივიღე მონაწილეობა და ერთის გამორჩევა ძალიან რთულია.

„საუკეთესო გოლს რაც შეეხება, ეს უდაოდ იუვენტუსის წინააღმდეგ გატანილი მაკრატელაა, 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, როდესაც გოლი ჩემი კარგი მეგობრის ბუფონის კარში გავიტანე.

„ევროპის ჩემპიონატი ? ჩვენ ძალიან ბედნიერი და ამაყები ვიყავით, როდესაც ამ ტიტულის წაღება წინა ტურნირზე სახლში მოვახერხეთ და იმედი გვაქვს, რომ ჩემპიონობის წოდებას ახლაც შევინარჩუნებთ.“

გათიშვა