Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

რონალდუ კიდევ ერთ ისტორიულ მაჩვენებელს უახლოვდება…

კრიშტიანუ რონალდუმ გასულ ტურში უდინეზეს კარში 2 გოლი გაიტანა, გუნდი წაგებისგან იხსნა და 3 უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა.

ამ ორი გოლის შემდეგ, კრიშტიანუს იუვენტუსის მაისურით გატანილი 99 გოლი დაუგროვდა და პორტუგალიელი 100-გოლიან ნიშნულს უახლოვდება, რაც მის დიდებულ მიღწევებს კიდევ უფრო გაამდიდრებს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ იუვენტუსის მაისურით გატანილი კიდევ ერთი გოლის შემდეგ გახდება პირველი ფეხბურთელი სპორტის ისტორიაში, ვინც 3 სხვადასხვა გუნდში და ნაკრებში 100 ან მეტი გოლის გატანას მოახერხებს.

გათიშვა