Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ:“ კულულევსკი უდიდესი ტალანტია“

გუშინ რონალდუს პორტუგალიამ კულულევსკის შვედეთი კრიშტიანუს დუბლის წყალობით  2 – 0 დაამარცხა, მატჩის შემდეგ კი რონალდუმ თავის ახალ თანაგუნდელზე კომენტარი გააკეთა.

„კულულევსკი უდიდესი ტალანტია და ის ჩვენ მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება. შეხედვისთანავე ეტყობა, რომ მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ერთად თამაში მოგვიწევს და უამრავ გოლს გავიტანთ.“

რონალდუზე რამდენიმე სიტყვა კულულევსკიმაც თქვა.

„რონალდუ ფანტასტიკური მოთამაშეა, რომლის გვერდით თამაშიც ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

„ის არის მაგალითი ახალგაზრდა თაობისთვის. თითოეულ თამაშში რონალდუ ამტკიცებს, რომ მსოფლიოში საუკეთესოა და ბედნიერი ვარ, რომ მე მის გვერდით თამაშის საშუალება მექნება. ის ძალიან კეთილია და სხვების დახმარება უყვარს, დარწმუნებული ვარ, რომ მისგან ძალიან ბევრს ვისწავლი.“

Leave a Reply

Your email address will not be published.