Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ მბაპეს სანაცვლოდ ?

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კილიან მბაპეს შეძენას შეეცდება და მზად არის, ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ ფრანგებს კრიშტიანუ რონალდუ დაუთმონ.

ბიანკონერიმ გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ძალიან ცოტა დახარჯა. გუნდმა თითქმის ყველა ტრანსფერი იჯარით განახორციელა და უმეტესი მათგანის გამოსყიდვის ვალდებულება არ აქვს.

ESPN-ის ინფორმაციით, ტურინელები ზაფხულში პსჟ-ს ვარსკვლავის, კილიან მბაპეს ტრანსფერს უმიზნებენ და მზად არიან სანაცვლოდ ფრანგებს კრიშტიანუ რონალდუ შესთავაზონ.

იუვენტუსს მბაპეს გაფორმება და შემდგომში მისი ხელფასი დაახლოებით 400 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა წყაროს ინფორმაციით ანიელი უკან დახევას არ აპირებს და თანხების მოძიებაზე უკვე მუშაობს, მაგრამ ტურინელებს მბაპეს ტრანსფერში კონკურენციას რამდენიმე გრანდი გაუწევს, მათ შორის მადრიდის რეალი.