Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

რონალდუ – მესის დუელი კორონა ვირუსის გამო აღარ შედგება ?

როგორც უკვე გაცნობეთ, კრიშტიანუ რონალდუს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და გუნდს მინიმუმ 10 დღით დააკლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იუვენტუსს კროტონესთან და კიევის დინამოსთან თამაში პორტუგალიელი სუპერ-ვარსკვლავის გარეშე მოუწევს.

დიდი ალბათობით რონალდუს გაუცდება ვერონასთან მატჩიც, რომელიც 25 ოქტომბერს არის ჩანიშნული, თუმცა ყველაზე საინტერესო ახლა ის არის, მოახერხებს თუ არა კრიშტიანუ 28 ოქტომბერს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს.

სერია ა-ში გუშინ კარანტინის სავალდებულო 14 დღე 10 დღემდე შეამცირეს და თუ კრიშტიანუ ვირუსის დამარცხებას მოახერხებს, ბარსელონასთან მისი თამაშის შანსები გაჩნდება.